სიახლე

ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მთის ჩამოშლა გრძელდება – მოძრაობა შეზღუდულია

მედიაცენტრი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან გუშინ მეწყერი ჩამოწვა. უწყების ცნობით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდობიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია. „ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული ვითარების შეფასების მიზნით, ადგილზე იმყოფებიან ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. ტერიტორიაზე დამატებით იმუშავებენ მეკლდეურები, ხოლო ადგილზე რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და მიმდინარეობს საჭირო ღონისძიებების გატარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში. The post ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან მთის ჩამოშლა გრძელდება – მოძრაობა შეზღუდულია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი