მეწყერი ონის მისასვლელთან – ადგილზე გეოლოგები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული
GuriaNews
“ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. გარდა ამისა, საავტომობილო გზების ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია. “ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მეკლდეურები, მობილიზებულია […] The post მეწყერი ონის მისასვლელთან – ადგილზე გეოლოგები და მძიმე ტექნიკაა მობილიზებული appeared first on გურია ნიუსი.
“ქალაქ ონის მისასვლელ გზასთან განვითარებული მეწყრული პროცესების შესწავლის მიზნით, სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები, მათ შორის საპროექტო სამსახურის წარმომადგენლები და გეოლოგები”,_ ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
გარდა ამისა, საავტომობილო გზების ინფორმაციით, ამ დროისთვის გზის სავალი ნაწილი ნაწილობრივ გაწმენდილია; უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.
“ტერიტორიაზე ასევე აქტიურად მუშაობენ მეკლდეურები, მობილიზებულია სპეციალური მძიმე ტექნიკა; ადგილზე იმყოფებიან როგორც კონტრაქტორი კომპანიის, ისე საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები და ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება”,_ წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.