სიახლე

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

ტვ ოდიში

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა. უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ძალების იერიშის დროს დაზიანებული ობიექტები კრემლისა და წითელი მოედნიდან 7 კილომეტრის, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. Telegram-არხებზე გავრცელდა იერიშის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაფრინავს უკრაინული დრონი მოსკოვის […] The post უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა appeared first on ODISHINEWS.

პირველწყარო →

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი დაზიანდა.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ძალების იერიშის დროს დაზიანებული ობიექტები კრემლისა და წითელი მოედნიდან 7 კილომეტრის, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობიდან 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

Telegram-არხებზე გავრცელდა იერიშის ამსახველი ვიდეოც, რომელშიც ჩანს, თუ როგორ დაფრინავს უკრაინული დრონი მოსკოვის თავზე:

თავის მხრივ, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა სოციალურ მედიაში დაადასტურა უკრაინის იერიშის შესახებ ცნობები. მისი თქმით, დრონებით თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

The post უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა appeared first on ODISHINEWS.


მსგავსი