სიახლე

ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიხსნა

News.ge

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება. წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“. სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის […]

პირველწყარო →

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა.

ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება.

წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“.

სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, , ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, , გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები.

ერევანში იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი  დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.


მსგავსი