სიახლე

“მეუფე ზენონის განცხადებები არის უკიდურესად ცრუ” – ნიკოლოზ მეტრეველი

Alia

ტვ იმედის ანალიტიკური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს: მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად ცრუ და საზოგადოებისთვის საზიანო. განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ასეთი დეზინფორმაცია მოდის სასულიერო პირისგან, რომლის სიტყვაც საზოგადოებაში წესით ნდობას უნდა იმსახურებდეს. მსგავსი განცხადებები ობიექტურად ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ. საზოგადოებას […] The post “მეუფე ზენონის განცხადებები არის უკიდურესად ცრუ” – ნიკოლოზ მეტრეველი appeared first on .

პირველწყარო →

ტვ იმედის ანალიტიკური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მეტრეველი, სოციალურ ქსელში, წერს:

მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად ცრუ და საზოგადოებისთვის საზიანო.
განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ასეთი დეზინფორმაცია მოდის სასულიერო პირისგან, რომლის სიტყვაც საზოგადოებაში წესით ნდობას უნდა იმსახურებდეს. მსგავსი განცხადებები ობიექტურად ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ.
საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
და ბოლოს: დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას. ერსაც და ბერსაც სჭირდება სიცხადე, და ეს სიცხადე აუცილებლად მოვა…
ცნობისთვის, დღეს მეუფე იობმაც განაცხადა, რომ საპატრიარქოზე გარედან ზეწოლააცაა და ჩარევებიც.
შეგახსენებთ, მეუფე ზენონმა განაცხადა:

მეუფე შიო საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის პატრიარქად.

როდესაც პატრიარქის ქორეპისკოპოსად დანიშნეს, ეს მოხდა მეუფე დიმიტრის, პატრიარქის ძმისშვილის აქტივობით. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ ამ ადამიანმა დამანახა, რომ არის უსამართლო, მსჯავრი არ აქვს მას სამართლიანი უამრავ რაღაცაში. მე არ ვაპირებდი ამ საკითხებზე საუბარს, მაგრამ რომ ვიაზრებ, რა ინფორმაციებიც მომდის, რომ ტროლ-ბოტებს, რომ ამზადებენ კანდიდატების წინააღმდეგ და თანხებს ურიცხავენ ამთ შეფებს, როგორ გააშავონ ეს კანდიდატები. რჩევებს ვინც იძლევა საპატრიარქოში, რა სხლებისკენ უბიძგებენ. 2002 წელს, უწმინდესი მეძახის, შორენამ დამირეკა, ჩამოვედი, შევხედე შორენას, რაღაც ისე ვერ არის, რა ხდება მეთქიო და შედი და გეტყვისო. შევედი, მუფე დანიელი, მეუფე დავითი ალავერდელი, რამდენიმე სასულიერო პირი, უწმინდესი მეუბნება, წაიკითხე ეს წერილიო – შევარდნაძის წერილი, სადაც პატრიარქს ელაპარაკებოდა პრობლემებზე და ეუბნება, რომ ზენონი დანიშნე შენს ქორეპისკოპოსად, ეს როგორ შეიძლება და მეუფე შიო. მეუფე შიოს საერთოდ არ იცნობს შევარდნაძე. მე ვიყავი ფარი იმ პროცესებში. ეს იყო მცდელობა მღვდელმთავრებს შორის განხეთქილების. მეუფე შიო არანაირი აქტიური სახე არ იყო. ის შემოვიდა უკვე ციანიდის ამბებიდან აქტიურად.

The post “მეუფე ზენონის განცხადებები არის უკიდურესად ცრუ” – ნიკოლოზ მეტრეველი appeared first on .


მსგავსი