ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე განკარგულების პროექტი 2026 წლის 3 აპრილს დაამტკიცა.
სოფლის პროგრამების გახორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 1 086 000 ლარს, ხოლო თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 086 000 ლარს შეადგენს. მთლიან ჯამში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა პროექტის გახორციელებისთვის 2 172 000 ლარი დაიხარჯება.
რა პროექტების ხორციელდება სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ამას მხოლოდ “გურია ნიუსის” მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან გაიგებთ _ ამ ეტაპზე ამ ჩამონათვალის ნახვას მოსახლეობა ინტერნეტში ვერ ნახავს, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის ვებგვერდი დროებით შეფერხებით მუშაობს _ როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში გვითხრეს, მიმდინარეობს ახალი ვებგვერდის შექმნა.
“კარგი იქნებოდა ამ პროექტის გახორციელება 2012 წლიდან დაგვეწყო. ახლა ბევრ სოფელში მოგვარებული იქნებოდა სოფლის შიდა გზების პრობლემები“, _ თქვა სოფელ შემოქმედში ყოფნის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 3 აპრილს ისე დასრულდა, რომ ამ პროგრამის ნაკლოვანებაზე ან დადებით მხარეებზე საკრებულოს წევრებს მოსაზრება არ გამოუთქვამთ და არც კითხვები გაჩენიათ.
“ლელოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ლადო ქვილორიას თქმით, “სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, ძირითადად, “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ესწრებოდნენ და ხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან “მინიშნებები“, რომელი საკითხებისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა დამსწრეებს.
თითქმის ყველა სოფელში რკინა–ბეტონის გზის მშენებლობას აპირებენ. ეს ნამდვილად აუცილებელია, რადგან მოსახლეობა, რაც შეიძლება უპრობლემოდ გადაადგილდეს“, _ გვითხრა ლადო ქვილორიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, გოჩა აბაშმაძემ “გურია ნიუსთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ მაისში გამოცხადდება ტენდერი და გაირკვევა, რომელი ორგანიზაცია შეასრულებს სოფლის მხარდამჭერი პროგრამით გასახორციელებელ სამუშაოებს:
“ზეგ (კომენტარი ჩაწერილია 4 მაისს. ავტორი) ჩატარდება ტენდერი რკინა–ბეტონის გზის მშენებლობისთვის საჭირო მასალების შესყიდვაზე, ხოლო გზებზე ბეტონის საფარის მოწყობა მოსახლეობის ჩართულობით გახორციელდება, დანარჩენ პროექტებზე კი ტენდერი მაისის შუა რიცხვებში გამოცხადდება“, _ გვითხრა გოჩა აბაშმაძემ.
როგორც ოფიციალური დოკუმენტებიდან ირკვევა, სოფლების უდიდეს უმრავლესობას ერთი და იგივე პრობლემა აწუხებს და სურთ “შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე)”. ეს სოფლებია: ლაითური, ნარუჯა, ნასაკირალი, სილაური, დაბა ურეკი, წვერმაღალა, მთისპირი, ვანისქედი, უკანავა, ოქროსქედი, ბაილეთი, ახალსოფელი, ჭანიეთური, ბახვი, ქვედა ბახვი, მშვიდობაური, ბოხვაური, ჭალა, ციხისფერდი, მერია, ნაღობილევი, ხვარბეთი, ცხემლისხიდი, უჩხუბი, ვაკიჯვარი, ფამფალეთი, თხინვალი, კონჭკათი, განთიადი, ლიხაური, ნიაბაური, ქაქუთი, გოგიეთი, ჟანაურა, მაღალი ეწერი, შუა ისნარი, ხრიალეთი, წითელმთა, გონებისკარი, ძირი ჯუმათი, შრომის ვაკე, ზედუბანი, მოცვნარი, ორმეთი.
ბაღდადი, ვაშტიალი ზემო მაკვანეთი, ქვემო მაკვანეთი, ზემო ძიმითი, ქვემო ძიმითი, ძიმითი-ნასაკირალი, ზემო ნატანები, შემოქმედი, ბოგილი, შრომა, ასკანა, დაბალი ეწერი _ აქ “შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვას (ბეტონი და არმატურის ბადე)”, ემატება “გარე განათების ქსელის მოწყობა”.
დანარჩენ სოფლებშიც დომინირებს “შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა”, თუმცა, ემატება რამდენიმე რამდენიმე სხვადასხვა სახის სამუშაო:
ჭახვათა _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), წყალმომარაგების სისტემის ნაწილობრივი რეაბილიტაცია;
მელექედური _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), გარე განათების ქსელის გაფართოება, მილხიდების მოწყობა, სკვერის ტერიტორიის შეღობვა;
მზიანი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
აჭი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), მონასტერთან სველი წერტილის მოწყობა;
ჭანიეთი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), მილხიდების მოწყობა;
ნაგომარი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), საბავშვო ბაღში ინვენტარის შეძენა;
ქვემო ნატანები _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), სასაფლაოს შეღობვა;
შეკვეთილი _ ფანჩატურის მოწყობა, შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე);
კვირიკეთი _ მოსაცდელის მოწყობა;
გომი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), გაბიონის მოწყობა;
ჯუმათი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), საბავშვო ბაღის მიმდინარე რემონტი, სასაფლაოს შეღობვის მასალების შესყიდვა;
იანეთი _ შიდა გზების კრიტიკულ მონაკვეთებში ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა (ბეტონი და არმატურის ბადე), სანიაღვრე არხების მოწყობა ბეტონით, ცხაურების მოწყობა შესასვლელებში;
სოფელი ოზურგეთი _ სოფლის მე-2 სასაფლაოს ღობის შეღობვის დასრულება;
გაღმა დვაბზუ _ ფიტნესსავარჯიშო დარბაზის მოწყობა;
გურიანთა _ სკვერის კეთილმოწყობა;
კვაჭალათი _ სანიაღვრე არხების მოწყობა.
The post სოფლების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი _ “შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოსაწყობად საჭირო მასალების შესყიდვა” appeared first on გურია ნიუსი.