სიახლე

სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება

GuriaNews

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ლარში, აქვთ, ბანკებში იპოთეკური სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება. ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 1 000 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება. „ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული […] The post სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, ლარში, აქვთ, ბანკებში იპოთეკური სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება.
 ივლისიდან ამოქმედდება ცვლილებები, რომელთა თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 1 000 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება.
 „ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1 ივლისიდან შევა“, – წერს ეროვნული ბანკი.

The post სესხის აღების პირობები კიდევ უფრო მკაცრდება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი