სიახლე

კახეთში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

მედიაცენტრი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბანში ქალი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილობრივების თქმით, ქალს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მას დაზიანებები თავის და მუცლის არეში აქვს მიღებული. დაჭრილი თბილისში, კლინიკაშია მოთავსებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, თავდამსხმელს ოჯახის სხვა წევრისთვის უნდა ესროლა, თუმცა ინციდენტის დროს სახლში მხოლოდ ქალი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. The post კახეთში ქალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი