,,შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს” – ტრამპი
დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს. „შესაძლოა. ეს კარგი იქნებოდა. მსურს, რომ ეს დასრულდეს. ადამიანური დანაკარგების თვალსაზრისით რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშინელი რამ არის. ყოველთვიურად 25000 ახალგაზრდა ჯარისკაცი იღუპება. ეს სიგიჟეა. ასე რომ, ეს სავსებით შესაძლებელია“, – განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს. შეგახსენებთ, რომ 8 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ფარგლებში 9 მაისს სამხედრო ტყვეების გაცვლაა დაგეგმილი. ასევე, ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა, რომელიც… The post ,,შესაძლოა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გახანგრძლივდეს” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →