მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა
მოსკოვში, წითელ მოედანზე მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართა. აღლუმი რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ბელოუსოვმა ჩაიბარა. წითელ მოედანზე საზეიმოდ მოწყობილ ჯარისკაცებს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმართა. აღლუმს აგრეთვე ესწრებოდნენ ბელარუსის, ყაზახეთის და უზბეკეთის პრეზიდენტები. მოსკოვში ჩასულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცოც, თუმცა ის წითელ მოედანზე არ მისულა. ის პუტინთან ცალკე შეხვედრას გამართავს. აღსანიშნავია, რომ წელს აღლუმი სამხედრო ტექნიკის დემონსტრირების გარეშე გაიმართა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილება „არსებული ოპერატიული ვითარების“ გამო მიიღეს. The post მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აღლუმი სამხედრო ტექნიკის მონაწილეობის გარეშე გაიმართა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →