ჰანტავირუსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ჰანტავირუსის გავრცელების გამო, არგენტინასა და კაბო-ვერდეს შორის მოძრავ საკრუიზო გემზე სამი ადამიანი დაიღუპა. უცხოური მედიის ცნობით, ჰანტავირუსის შემცველი 2 ფლაკონი ავსტრალიის სამედიცინო ლაბორატორიიდან 2021 წელს გაუჩინარდა. ამის შესახებ ცნობები პირველად 2024 წელს გავრცელდა. ასევე დაიკარგა ჰენდრას ვირუსის 100 ფლაკონი, რომელიც ცხენებიდან ადამიანზე გადადის. ოფიციალური პირების თქმით, კონტეინერები ახალ საყინულეში გადატანის დროს გაუჩინარდა. ჰანტავირუსის შემთხვევების მატების გამო, ამ ამბავმა მსოფლიოს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ვირუსი, სწორედ დაკარგული ფლაკონებიდან გავრცელდა. ჯანმოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8-ს შეადგენს. მათივე თქმით, საკრუიზო გემზე „ჰანტავირუსის“ გავრცელება პანდემიის დაწყებას არ ნიშნავს.… The post ჰანტავირუსთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →