სიახლე

თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

მედიაცენტრი

თბილისის მერია საქართველოს ახლად არჩეული პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეები მუნიციპალური ავტობუსებით პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრამდე, ქვეყნის 142-ე პატრიარქის ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ კი ისევ რესპუბლიკის მოედნამდე იმგზავრებენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 12 მაისს, 08:00 საათზე გავა თბილისიდან მცხეთის მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ხვალ, 10:00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართება. The post თბილისის მერია პატრიარქის ინტრონიზაციაზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი