სიახლე

აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს

მედიაცენტრი

„ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მრევლს მისი უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას“, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევნებია. ვუსურვებთ მას დიდ წარმატებას და მოუთმენლად ველით საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან – მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქრისტიანულ კონფესიასთან – თანამშრომლობას ჩვენი საერთო კულტურული და ცივილიზაციური მიზნების წინსვლისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში. The post აშშ-ის საელჩო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შიო III-ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი