სიახლე

უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვს

მედიაცენტრი

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ კლიმენკომ, განაცხადა, რომ პროკურატურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის,ანდრეი ერმაკის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს 180 მილიონი გრივნის გირაოს გადახდის ალტერნატივით. ერმაკმა განაცხადა, რომ “სამართლიან, პატიოსან სასამართლოს” ელის. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ანდრეი ერმაკთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. მოგვიანებით, ერმაკს ოფიციალურად აცნობეს, რომ ეჭვმიტანილია კიევის მახლობლად ძვირადღირებული სამშენებლო პროექტებიდან 460 მილიონი გრივნის გათეთრებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში. The post უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურა ანდრეი ერმაკის მიმართ პატიმრობას ან 180 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს მოითხოვს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი