სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი, რომელმაც გუშინ საღამოს დატოვა საპატიმრო, სოციალურ ქსელში, წერს:
იზოლატორში ტელევიზორი არ არის, ამიტომ მთლიანად გამოვტოვე შიოს ამბები!
შეჯამებად ეს დამხვდა.
საქმის მასალებში დევს მართლწესრიგის უფროსი ოფიცრის, კორნელი კირცხალიას მიერ შედგენილი ოქმები. მასში ნათქვამია:
„2026 წლის 3 აპრილს მოქ. გიორგი მაქარაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს“.

The post “იზოლატორში ტელევიზორი არ არის… შეჯამებად ეს დამხვდა” – მაქარაშვილი appeared first on .