“ქურდული სამყაროს“ წევრობა, მისი მხარდაჭერა და “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვა – ბრალდება 50 პირს წარუდგინეს
პროკურატურამ “კანონიერი ქურდობის“, “ქურდული სამყაროს“ წევრობის, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის და “კანონიერი ქურდისთვის” მიმართვის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ “ქურდული სამყაროს“ წევრები, “ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და სისტემატურად “ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ. ბრალდებულები როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, მოქალაქეებს შორის არსებულ ფინანსურ და კრიმინალურ დავებს განიხილავდნენ, იღებდნენ მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებს, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში მოდავე მხარეს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. “ასევე, ბრალდებულთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში კონკრეტულ პირებს არჩევდნენ, მათი ნების საწინააღმდეგოდ ინტერნეტ ბანკის საშუალებ…
პირველწყარო →