სიახლე

,,უნგრეთის მთავრობა გმობს რუსეთის თავდასხმას და მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას მოითხოვს” – ანიტა ორბანი

მედიაცენტრი

„ზაკარპატიეს გუშინდელ დაბომბვასთან დაკავშირებით, ბუდაპეშტში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარე. შეხვედრა ახლახან დასრულდა”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა. ,,კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ უნგრეთის მთავრობა მკაცრად გმობს რუსეთის თავდასხმას და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს. რუსეთის ელჩს განვუცხადე, რომ უნგრეთისთვის აბსოლუტურად მიუღებელია ზაკარპატიეზე დარტყმები,“, – აღნიშნა ანიტა ორბანმა. მისი თქმით, რუსეთის ელჩ ევგენი სტანისლავოვთან შეხვედრაზე „ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დაუყოვნებლივ დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს“. უკრაინაზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა The post ,,უნგრეთის მთავრობა გმობს რუსეთის თავდასხმას და მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიის შეწყვეტას მოითხოვს” – ანიტა ორბანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი