,,სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას” – ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართული შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილეს თუ არა მხარეებმა პეკინის მხარდაჭერა ირანისადმი, ტრამპმა აღნიშნა, რომ ჩინეთისგან მნიშვნელოვანი პირობა მიიღო. „სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას. ეს ძალიან სერიოზული განცხადებაა“, – განაცხადა ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, სამხედრო სფეროსგან განსხვავებით, ჩინეთი ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტას არ გეგმავს. ტრამპის განმარტებით, სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ირანული ნავთობის მსხვილი მომხმარებელია და ამ თანამშრომლობის გაგრძელება სურს. The post ,,სი ძინპინმა თქვა, რომ ჩინეთი არ აპირებს ირანისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას” – ტრამპი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →