სიახლე

აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა

მედიაცენტრი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა ვენესუელიდან მაღალგამდიდრებული ურანი გაიტანა. „აშშ-მა ვენესუელაში მდებარე დახურული კვლევითი რეაქტორიდან RV-1 მაღალგამდიდრებული ურანის გატანა დაასრულა“, – წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ამერიკული მხარის მტკიცებით, მასალა სამხრეთ კაროლინაში მდებარე სავარა-რივერის პოლიგონზე მოათავსეს, რათა შემდეგ მისი უტილიზაცია მოხდეს. ურანის გატანის ოპერაცია დიდ ბრიტანეთთან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA) პარტნიორობით მიმდინარეობდა. The post აშშ-მა ვენესუელიდან გამდიდრებული ურანი გაიტანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი