სიახლე

აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე პოლონეთს ეწვევა

მედიაცენტრი

პოლონური მედიის ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე, გენერალი დენ კეინი ვარშავაში მომავალ კვირას ჩავა. დენ კეინი ვარშავაში ოთხშაბათს ჩავა და პენტაგონის მიერ პოლონეთში 4000 ამერიკელი სამხედროს განლაგების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს განიხილავს. გუშინ აშშ-ის არმიის შტაბის უფროსმა, გენერალმა კრისტოფერ ლანევმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ „მიიღო ბრძანება ჯარისკაცების რაოდენობის შემცირების შესახებ“ და ბრძანების შესაბამისად, პოლონეთში ჯავშანსატანკო ბრიგადის გაგზავნის გადაწყვეტილების გაუქმება „ყველაზე გონივრული ვარიანტი“ იყო. დენ კეინს ვარშავაში პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში შეხვდება. The post აშშ-ის გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარე პოლონეთს ეწვევა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი