სიახლე

უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

Alia

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, […] The post უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს appeared first on .

პირველწყარო →

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, პაკისტანის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ნიგერიის, ეგვიპტის, ნეპალის, რუსეთის, სამხრეთ აფრიკის, სუდანის, იორდანიის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 62 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ”, – წერია განცხადებაში.

The post უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს appeared first on .


მსგავსი