იტალიის ელჩი პანკისის ხეობაში
იტალიის ელჩი მასიმილიანო დ’ანტუონო პანკისის ხეობას ესტუმრა. ელჩი როდი სკოტის ფონდში იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებსა და მასწავლებლებს შეხვდა, რომლებიც პანკისის ხეობაში მცხოვრებ ბავშვებსა და ახალგაზრდებს ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლიან და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მათ კულტურათაშორის აღზრდა-განათლებაში. გაიმართა საინტერესო დისკუსია ისეთ თემებზე, როგორიცაა იტალიასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები, იტალიის როლი საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებაში, ადგილობრივი ახალგაზრდების ჩართულობა სხვადასხვა ინიციატივებში, კულტურული გაცვლები და სწავლის შესაძლებლობები უცხოეთში. ელჩმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და დიპლომატის პროფესიასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა. ელჩის ვიზიტი გაგრძელდა პანკისში ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელ პირველ ქალ უხუცესთან შეხვედრით, რომელზეც მხარეებმა ადგილობრივი თემის… The post იტალიის ელჩი პანკისის ხეობაში appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →