გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმაა, დათა (პაპას) ვანიშვილის მეუღლე, ვალია ვანიშვილი გარდაიცვალა.
“ქართლის ამბებს” ინფორმაცია სოფლის წარმომადგენელმა როინ ადიკაშვილმა დაუდასტურა.
მისი ცნობით, ვალია ვანიშვილი თავის საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაიცვალა. სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარეობს.
შეგახსენებთ, რომ დათა ვანიშვილი 5წლის წინ, 2021 წლის 19 მარტს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დათა და ვალია ვანიშვილებმა, 2008 წლის ომის შემდეგ, საკუთარი სახლი არ მიატოვეს. რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლების შემდეგ ცხოვრება თავიანთ სახლში გააგრძელეს.
დათა პაპა ორად გახლეჩილ ხურვალეთში არა მარტო მედიის წარმომადგენლებს არამედ პრეზიდენტებსა და საერთაშორისო მაღალჩინოსნებს ინტერვიუებს აძლევდა.