სიახლე

კახეთში მანქანა, რომლითაც ბოლო ზარის შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

Alia

კახეთში, „ბოლო ზარის“ აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან. შემთხვევა სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. ავტომობილში სკოლის […] The post კახეთში მანქანა, რომლითაც ბოლო ზარის შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა appeared first on .

პირველწყარო →

კახეთში, „ბოლო ზარის“ აღნიშვნისას ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა

დაშავებულები გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი მშობლები არიან.

შემთხვევა სოფელ წინანდლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „გოლფის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, თავდაპირველად გარე განათების ბოძს შეეჯახა, შემდეგ კი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ავტომობილში სკოლის მოსწავლეები და ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

The post კახეთში მანქანა, რომლითაც ბოლო ზარის შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა appeared first on .


მსგავსი