სიახლე

დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო.

რეგიონალური სიახლეები

დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის №412 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის დაწყებამდე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივ ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიუსაფარი ბინადრების მდგომარეობა, მათი მოვლა-პატრონობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. პროგრამას ახორციელებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო,...

პირველწყარო →

დმანისში მიუსაფარი ცხოველების სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაციის პროგრამა დაიწყო, რომელიც საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის №412 განკარგულების საფუძველზე ხორციელდება.

პროგრამის დაწყებამდე დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი ადგილობრივ ცხოველთა დამცველებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა მიუსაფარი ბინადრების მდგომარეობა, მათი მოვლა-პატრონობის საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

პროგრამას ახორციელებს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომლის თანამშრომლები ცხოველთა მიმართ ჰუმანური მოპყრობის წესების სრული დაცვით ატარებენ სტერილიზაცია-კასტრაციისა და ვაქცინაციის პროცესს.

პროგრამის მიზანია როგორც მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობის გაუმჯობესება, ასევე მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ქუჩის ცხოველების რაოდენობის კონტროლი.


მსგავსი