სიახლე

,,ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა” – კატარის საგარეო

მედიაცენტრი

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თეირანს შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა. სამინისტროს პრესსპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ სრუტე თხევადი ბუნებრივი აირის ორმა ტანკერმა გადაკვეთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს ნაოსნობის ჩვეულ რეჟიმში აღდგენას. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის ლიდერები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ, რათა თავიდან აიცილონ ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის განახლება. ტელეკომპანია Al Jazeera-ს ინფორმაციით, ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ კატარი აგრძელებს მოლაპარაკებებს ტრამპის ადმინისტრაციასთან, თუმცა იქვე დასძინა, რომ თეირანთან ურთიერთობები „პოზიტიურია“. The post ,,ჰორმუზის სრუტის მოსაზღვრე არცერთმა ქვეყანამ არ უნდა შეაფერხოს ნაოსნობა” – კატარის საგარეო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი