,,ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დრო არ არის” – ევროკომისარი
,,ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დრო არ არის. ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, – ევროკომისარი ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისი აშშ-ის მიერ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გამოეხმაურა. „ევროკავშირის გადმოსახედიდან, არ მიგვაჩნია, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დროა. სწორედ რუსეთი იღებს სარგებელს ირანში ომითა და საწვავზე ფასების ზრდით. შესაბამისად, ჩვენ ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ“, – განაცხადა ევროკომისარმა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა გამოაცხადა, რომ ხაზინის დეპარტამენტმა დროებითი, 30-დღიანი გენერალური ლიცენზია კიდევ ერთხელ გამოსცა, რომლითაც ქვეყნები ზღვებში მყოფ გემებზე დატვირთული რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას შეძლებენ. ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი… The post ,,ახლა რუსეთზე ზეწოლის შემსუბუქების დრო არ არის” – ევროკომისარი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →