სიახლე

20 მაისს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს

მედიაცენტრი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ხვალ, 20 მაისს, 14:00 საათზე, ღირს ასურელ მამათა – იოანე ზედაზნელისა და მოწაფეთა მისთა ხსენების დღეს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III ზედაზნის მონასტერში, პარაკლისს აღასრულებს. მათივე ცნობით, ხვალვე, 17:00 საათზე, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ მსახურებას აღასრულებს თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში. The post 20 მაისს პატრიარქი ზედაზნის მონასტერში პარაკლისს აღასრულებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი