სიახლე

ბათუმში, 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს

მედიაცენტრი

ბათუმში, თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს არაგეგმიური შემოწმებისას, 5 ტონაზე მეტი ვადაგასული პროდუქცია აღმოაჩინეს. სეს-ის ინფორმაციით, შპს „როიალ ფიშ ბათუმი“-ს საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ამასთანავე, გაირკვა, რომ ბიზნესოპერატორი საქმიანობას შესაბამისი რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერა. გამოვლენილი 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი განადგურდება. The post ბათუმში, 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი აღმოაჩინეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი