ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას აკრიტიკებს და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, პარლამენტის შენობასთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
გვარამიას თქმით, მმართველი გუნდი 2024 წლის ნოემბრის სცენარის გამეორებას ცდილობს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის შეჩერება დააანონსა.
„ნათელია, რომ ქოცრეჟიმი „ეპარება“ 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას. „ასეთი ევროკავშირის წევრობა არ მინდა“ — კობახიძის ღია წერილით მკაფიოდ ითქვა და სულ უფრო აქტიურად ხმოვანდება ქოცების მიერ.
26-ში, 19:00 საათზე, რუსთაველზე უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი და უფრო ხმამაღლა და უფრო მკაფიოდ განვაცხადოთ, როგორი საქართველო გვინდა და როგორ დავიბრუნებთ სამშობლოს! გამარჯვებისთვის, ერთად, ბოლომდე!“ — წერს ნიკა გვარამია.
The post “ნათელია, რომ ქოცრეჟიმი „ეპარება“ 2024 წლის 28 ნოემბრის კობახიძის განცხადების გამეორებას”- გვარამია appeared first on გურია ნიუსი.