ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტი თბილისში საპროტესტო აქციების დაშლის ფორმებს ეხმაურება და სპეციალურ განცხადებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს სამართალდამცავების ქმედებების გამო.
საერთაშორისო ორგანიზაცია მკაცრად გმობს იმ ფაქტს, რომ დღემდე არ ჩატარებულა სანდო და ობიექტური გამოძიება დემონსტრაციების დროს პოლიციის მხრიდან გამოვლენილ სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.
„მონიტორინგის კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლის მიზნით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ არსებული ცნობების გამო.
კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი გარემო, რაც მოიცავს მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლას, გამორიცხავს ჭეშმარიტად დემოკრატიული საარჩევნო პროცესის არსებობას. უწყება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გააუქმოს რეპრესიული ხასიათის საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ კოდექსებში“, — აღნიშნულია PACE-ის დოკუმენტში.
The post „შეშფოთებულები ვართ საქართველოში აქციის დაშლისას აკრძალული ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამო“ — PACE-ის განცხადება appeared first on გურია ნიუსი.