ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა
POLITICO-ს ინფორმაციით, ევროკომისიამ ხუთშაბათს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა, რადგან ახლო აღმოსავლეთის ომით გამოწვეულმა ენერგომატარებლების ფასების მკვეთრმა მატებამ ტემპების შენელება გამოიწვია. თავის უახლეს ეკონომიკურ პროგნოზში ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ განაცხადა, რომ კონფლიქტი გამოიწვევს ინფლაციისა და სახელმწიფო ვალის ზრდას მთელ ბლოკში, რის გამოც მან მიმდინარე წლისთვის ევროკავშირის ეკონომიკის მოსალოდნელი ზრდის მაჩვენებელი 1.4-დან 1.1 პროცენტამდე შეამცირა. ,,მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გაუარესდეს. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შესაძლოა განახევრდეს, თუ კონფლიქტი იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე მოსალოდნელია”, – განუცხადა ხუთშაბათს ჟურნალისტებს ევროკომისარმა ეკონომიკის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა. ენერგომატარებლების მზარდი ფასები ასევე გამოიწვევს ინფლაციის 3.1 პროცენტამდე გაზრდას, რაც… The post ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.1 პროცენტამდე შეამცირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →