საპატრიარქოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურამ საპატრიარქოს რეზიდენციასთან მომხდარი ხულიგნობის და ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთ პირის ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 20 მაისს ბრალდებული, რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით, ავტომანქანით შეიჭრა საპატრიარქოს რეზიდენციის ტერიტორიაზე, სადაც დააზიანა ე.წ. „შლაგბაუმი“, შესასვლელი კარი და ეზოში მდგომი ავტომანქანა. ავტომანქანის დაზიანების შემდგომ, იგი ეზოში მყოფ პირებს ემუქრებოდა, ძალადობის მუქარით გამოხატავდა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. ბრალდებულის ქმედების შედეგად დაზარალებულებს 9350 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი მიადგათ. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვის ნივთის დაზიანება) და… The post საპატრიარქოს ეზოში მომხდარ ინციდენტზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →