სიახლე

ბაღდათში დასაქმების ფორუმი გაიმართება

MegaTV

23 მაისს 12:00 საათზე, კურორტი საირმის მენეჯმენტი, ბაღდათის ახალგაზრდულ ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმს გამართავს. თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ სტაბილური შემოსავალი, დაესწარით დასაქმების ფორუმს, გაიარეთ გასაუბრება ადგილზე, გაიგეთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების და დასაქმების პირობების შესახებ. დასაქმების ფორუმზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზევე მიიღონ დეტალური ინფორმაცია, ყველა არსებული და სამომავლო ვაკანსიის შესახებ, ასევე გაწევრიანდნენ დაინტერესებულ პირთა […]

პირველწყარო →

23 მაისს 12:00 საათზე, კურორტი საირმის მენეჯმენტი, ბაღდათის ახალგაზრდულ ცენტრში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის დასაქმების ფორუმს გამართავს.

თუ ეძებთ სამსახურს ან გსურთ სტაბილური შემოსავალი, დაესწარით დასაქმების ფორუმს, გაიარეთ გასაუბრება ადგილზე, გაიგეთ დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების და დასაქმების პირობების შესახებ.

დასაქმების ფორუმზე დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზევე მიიღონ დეტალური ინფორმაცია, ყველა არსებული და სამომავლო ვაკანსიის შესახებ, ასევე გაწევრიანდნენ დაინტერესებულ პირთა ჯგუფში და მიიღონ შეთავაზება.

ყველა დაინტერესებულ ადამიანს გელით 23 მაისს, 12:00 საათზე, ბაღდათის ახალგაზრდულ ცენტრში.

#საირმე #კურორტისაირმე #ერთიანიგანვითრებისპროექტი


მსგავსი