სიახლე

“არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი ამას სერიოზულად ფიქრობდეს – არც იმას გამოვრიცხავ, ეს სიგიჟე ხმამაღლა თქვან” – დავით ზურაბიშვილი

Alia

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი: ილიაუნის სტუდენტების მოწოდებაზე რომ ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი აგროვდა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის, ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალი იქნებოდა და მთავრობა აუცილებლად გადადგამდა ნაბიჯებს ამ მიმართულებით – შექმნიდა სპეციალურ ფონდს, მოუწოდებდა ბიზნესს დონაციისკენ, დაიწყებდა მოლაპარაკებას შესაბამისი მედიკამენტების გამომშვებ ფარმაცევტულ კომპანიებთან (და არა “მაფიასთან,” როგორც ეს ირაკლი კობახიძემ თქვა ოცნების კონსპირაციების საფირმო […] The post “არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი ამას სერიოზულად ფიქრობდეს – არც იმას გამოვრიცხავ, ეს სიგიჟე ხმამაღლა თქვან” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .

პირველწყარო →

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ილიაუნის სტუდენტების მოწოდებაზე რომ ორ დღეში ნახევარ მილიონზე მეტი აგროვდა დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის, ეს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული სიგნალი იქნებოდა და მთავრობა აუცილებლად გადადგამდა ნაბიჯებს ამ მიმართულებით – შექმნიდა სპეციალურ ფონდს, მოუწოდებდა ბიზნესს დონაციისკენ, დაიწყებდა მოლაპარაკებას შესაბამისი მედიკამენტების გამომშვებ ფარმაცევტულ კომპანიებთან (და არა “მაფიასთან,” როგორც ეს ირაკლი კობახიძემ თქვა ოცნების კონსპირაციების საფირმო სტილში) და ა. შ. პრინციპში ეს აქამდეც უნდა გაეკეთებინა ნებისმიერ ადეკვატურ ხელისუფლებას, დემოკრატიული იქნებოდა იგი თუ ავტორიტარული. და სტუდენტების ინიციატივის შედეგად რასაც ვხედავთ, ამის მერე ხომ ულაპარაკოდ.

მე პირადად აქ მთავარ პრობლემად სწორედ ხელისუფლების განსაცვიფრებელი არაადეკვატურობა და შეთქმულების თეორიებით გატაცება მიმაჩნია. არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილი და მისი გარემოცცვა სერიოზულად ფიქრობდეს, რომ ეს თანხა სინამდვილეში დიფსთეითის გადახდილია ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით და სტუდენტებს ოდენ შირმად იყენებენ. უფრო მეტიც, არც იმას გამოვრიცხავ, ეს სიგიჟე ხმამაღლა თქვან, ან სულაც ზაზა შათირიშვილს დააწერინონ, მიუხედავად იმისა, რომ ყველას ერთგვარად დავასწარი.

თუმცა, ეს ის შემთხვევაა, რომ თუ შევცდი და ხელისუფლებამ ადეკვატურობა გამოავლინა, მხოლოდ მოხარული ვიქნები ამის გამო.

The post “არ გამოვრიცხავ, ივანიშვილი ამას სერიოზულად ფიქრობდეს – არც იმას გამოვრიცხავ, ეს სიგიჟე ხმამაღლა თქვან” – დავით ზურაბიშვილი appeared first on .


მსგავსი