,,წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრი ხდება” – პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა და ზიარების მნიშვნელობაზე იქადაგა. მისი თქმით, წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრი ხდება და სხვა ადამიანებთანაც ერთიანდება. „ქრისტეს მორწმუნეების ერთობა და სულიერი ნათესაობა სრულიად განსაკუთრებულია. აღემატება ყოველგვარ ხორციელ ნათესაობას, ნათესაურ გრძნობებს და ურთიერთობებს, ასევე მეგობრულ ურთიერთობებსაც. ის მომდინარეობს ერთი პურიდან და ერთი ბარძიმიდან და როდესაც ჩვენ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ჩვენში ამ ერთობას ერთმანეთთან და ღმერთთან და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად, რაც როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, არის ეკლესია. უფალმა ჩვენ გვიანდერძა,… The post ,,წმინდა საიდუმლოს მიღებით, ადამიანი ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრი ხდება” – პატრიარქი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →