ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკის საკითხებზე 21 სექტემბერს ტრენინგები ჩატარდება
21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება. ტრენინგები ორგანიზებულია ენერგეტიკის სექტორის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რეგულირების სხვადასხვა სკოლებიდან და რეგიონული მარეგულირებლების ორგანიზაციებიდან, როგორიცაა აფრიკის რეგულირების სკოლა (ASR), საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების კვლევითი ცენტრი (PURC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და პორტუგალიურენოვან ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცია (RELOP). ტრენინგები გაიმართება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს უმასპინძლებს. ტრენინგების თემატიკა მოიცავს… The post ფლორენციის რეგულირების სკოლის ორგანიზებით ენერგეტიკი…
პირველწყარო →