სიახლე

დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება

მედიაცენტრი

დღეს, 26 მაისს, თბილისში „ოპოზიციური ალიანსის” ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან, საიდანაც რუსთაველის გამზირისკენ მარშით გაემართებიან. მსვლელობა პარლამენტის შენობასთან დასრულდება, სადაც პოლიტიკური ლიდერების სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. „ოპოზიციურ ალიანსს” რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ სცენის დამონტაჟება სურდა, თუმცა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ოფიციალური ღონისძიებებისა და სატრანსპორტო მოძრაობის შეცვლილი სქემის გამო, თბილისის მერიამ მათ ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციების შეტანის უფლება არ მისცა. მიუხედავად ამ აკრძალვისა, აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ პარლამენტთან სცენის დამონტაჟებას დღეს მაინც შეეცდებიან. თბილისის მერიის გარდა, აქციის რუსთაველის გამზირზე ჩატარებაზე თანხმობა არც შინაგან… The post დღეს ოპოზიციის საპროტესტო აქცია-მარში იგეგმება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი