სიახლე
ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა
მედიაცენტრი
რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა, სადაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის პრეზიდენტი, ყაზახეთში სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. დღეს ის ყაზახეთის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდება. პუტინი და ტოკაევი მოლაპარაკებების ფარგლებში რუსეთ-ყაზახეთის თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებებს გააფორმებენ. 28 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო 29 მაისს უმაღლესი ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს სხდომაში. The post ვლადიმერ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.