სიახლე

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს – სად დააფიქსირა ბოლოს დვანიტ რაჯდიპი სათვალთვალო კამერამ?

Alia

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თბი­ლის­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტი წერს, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, დვა­ნიტ რაჯ­დი­პი მიმ­დი­ნა­რე წლის 14 მა­ისს, 15:30 სა­ათ­ზე, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ხეს. “2026 წლის 15 მა­ისს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა CIU-ს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, დვა­ნიტ რაჯ­დი­პის (Dhvanit Rajdeep, ინ­დო­ე­თი) გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით. ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია […] The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს – სად დააფიქსირა ბოლოს დვანიტ რაჯდიპი სათვალთვალო კამერამ? appeared first on .

პირველწყარო →

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თბი­ლის­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტი წერს, მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, დვა­ნიტ რაჯ­დი­პი მიმ­დი­ნა­რე წლის 14 მა­ისს, 15:30 სა­ათ­ზე, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნა­ხეს.
“2026 წლის 15 მა­ისს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა CIU-ს მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტის, დვა­ნიტ რაჯ­დი­პის (Dhvanit Rajdeep, ინ­დო­ე­თი) გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით.

ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­და სერ­ვისს 112 და გა­ნა­ცხა­და სტუ­დენ­ტის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხებ.სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის გან­მარ­ტე­ბით, იმა­ვე დღეს აღიძ­რა საქ­მე და აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს გა­მო­ძი­ე­ბას­თან, აწ­ვდის ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, ამას­თა­ნა­ვე, მუდ­მი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცია აქვს და­კარ­გუ­ლი სტუ­დენ­ტის ოჯახ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­დო­ე­თის სა­ელ­ჩოს­თან.

უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 14 მა­ისს, 15:30 სა­ათ­ზე, დვა­ნიტ რაჯ­დი­პი ნა­ხეს კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრის (თბი­ლი­სი, სა­ბურ­თა­ლო) მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

გთხოვთ, თქვენ ხელთ არ­სე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­დეთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს (112) ან დარ­ე­კოთ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შემ­დეგ ნომ­რებ­ზე:+995 591 114; 577+995 551 546 642“ – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბი­ლის­ში, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის, 23 წლის ინ­დო­ე­ლი სტუ­დენ­ტი, დჰვა­ნიტ რაჯ­დი­პი, ათ დღე­ზე მე­ტია უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა.
რო­გორც ინ­დუ­რი მე­დია წერს, გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ახალ­გაზ­რდას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში უკ­რა­ი­ნი­დან გად­მო­ვი­და, ბი­ნის გამ­ქი­რა­ვე­ბელ­თან მძაფ­რი კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და. შვი­ლის ბე­დით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი აჰ­მე­და­ბა­დე­ლი ოჯა­ხი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის ახლა უკვე ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­მარ­თავს. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ახალ დე­ტა­ლებს indiatoday.inაქ­ვეყ­ნებს.

The post კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისში გაუჩინარებული ინდოელი სტუდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს – სად დააფიქსირა ბოლოს დვანიტ რაჯდიპი სათვალთვალო კამერამ? appeared first on .


მსგავსი