სიახლე

კალასი: მოსკოვს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება არ უნდა მიეცეს

GuriaNews

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნას. „გალაცში (Galați) საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული დრონის ჩამოვარდნა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის უხეში და სერიოზული დარღვევაა. ამ დილით ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ტოიუს (@oana_toiu), რათა გადამეცა ევროკავშირის სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ. რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა […] The post კალასი: მოსკოვს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება არ უნდა მიეცეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

 ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ ქსელში ეხმაურება რუმინეთში რუსული დრონის ჩამოვარდნას.

„გალაცში (Galați) საცხოვრებელ კორპუსებზე რუსული დრონის ჩამოვარდნა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის უხეში და სერიოზული დარღვევაა.

ამ დილით ვესაუბრე საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა ტოიუს (@oana_toiu), რათა გადამეცა ევროკავშირის სრული სოლიდარობა რუმინეთის მიმართ.

რუსეთმა დიდი ხანია შეწყვიტა საზღვრების პატივისცემა. მოსკოვს არ უნდა მიეცეს უფლება, დაუსჯელად დაარღვიოს ევროპის საჰაერო სივრცე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ პირობა დადეს, რომ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე, გაზრდიან უკრაინის მხარდაჭერას და განახორციელებენ ინვესტიციებს თავად ევროპის თავდაცვის მზადყოფნაში“,_ აცხადებს კაია კალასი.

The post კალასი: მოსკოვს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება არ უნდა მიეცეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი