სიახლე
სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბ კუპიურებს ათავსებდა – რუსთავში ერთი პირი დააკავეს
მედიაცენტრი
რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვადასხვა დროს რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც, კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ყალბი კუპიურები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში ყალბ კუპიურებს ათავსებდა – რუსთავში ერთი პირი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.