სიახლე

,,საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ” – ისმაილ ბაღაი

მედიაცენტრი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ ვაშინგტონი და თეირანი კვლავ ინარჩუნებენ კონტაქტს, თუმცა ორ ქვეყანას შორის საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა. ირანის საგარეო სამინისტროს სპიკერის თქმით, ჰორმუზის სრუტის მომავალი ომანსა და ირანს შორის განისაზღვრება. ისმაილ ბაღაიმ ასევე განმარტა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებები ომის დასრულებაზეა ორიენტირებული და ბირთვული საკითხები ამჟამად არ განიხილება. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებისმიერი შეთანხმების ფარგლებში ირანი „უნდა დათანხმდეს, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი“, ხოლო ჰორმუზის სრუტე „დაუყოვნებლივ გაიხსნება“ ყოველგვარი გადასახადისა თუ შეზღუდვის გარეშე. The post ,,საბოლოო შეთანხმებამდე ჯერ არ მივსულვართ” – ისმაილ ბაღაი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი