სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდით გადამოწმდებიან
,,ვცდილობთ, ობიექტური და გაზომვადი კრიტერიუმები იყოს – მომავალი წლიდან ყველა სოციალურად დაუცველი ოჯახი გადამოწმდება ახალი მეთოდოლოგიით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველ ოჯახებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ნებისმიერი ქვეყნის მდგომარეობა გარკვეული პერიოდულობით იცვლება. ის, რაც რელევანტური იყო, რომ კრიტერიუმად მიგვეჩნია, რათა შეგვეფასებინა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, ის კრიტერიუმები და მდგომარეობა დროთა განმავლობაში მოითხოვს გადახედვას. ,,გადაიხედება, რა უნდა იყოს მიჩნეული იმ კრიტერიუმად, რომლის მეშვეობითაც დავადგენთ ვის აქვს სოციალური შეჭირვება და ვის – არა. კრიტერიუმების დიდი ერთობლიობაა, დაახლოებით 40 კომპონენტისგან შედგება. არსებობს ფორმულა, რომლითაც ხდება დაანგარიშება. ვცდილობთ, ეს ობიექტური და… The post სოციალურად დაუცველი ოჯახები ახალი მეთოდით გადამოწმდებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →