სიახლე

გაფრთხილება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და დასავლეთ საქართველოს: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექსა და ქარს პროგნოზირებენ

GuriaNews

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, რამაც შესაძლოა საფრთხეები შექმნას. განსაკუთრებული ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეთმობა, სადაც სტიქიის საშუალო დონეა პროგნოზირებული: „სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება“, — […] The post გაფრთხილება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და დასავლეთ საქართველოს: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექსა და ქარს პროგნოზირებენ appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მკვეთრი გაუარესების შესახებ აფრთხილებს. სინოპტიკოსების ცნობით, 1 ივნისის დღის ბოლოდან 2 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, რამაც შესაძლოა საფრთხეები შექმნას.

განსაკუთრებული ყურადღება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს ეთმობა, სადაც სტიქიის საშუალო დონეა პროგნოზირებული:

„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მთიან ნაწილში ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ნალექი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება“, — აცხადებენ სააგენტოში.

სპეციალისტების განმარტებით, უხვმა ნალექმა შესაძლოა მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლა და გეოლოგიური პროცესების დაძვრა გამოიწვიოს:

მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება;

პატარა მდინარეებზე შესაძლებელია დაფიქსირდეს წყალმოვარდნები;

გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების საფრთხე.

სააგენტოს შეფასებით, ამ ეტაპზე რეგიონში საფრთხის დონე საშუალოა.

The post გაფრთხილება სამეგრელო-ზემო სვანეთსა და დასავლეთ საქართველოს: სინოპტიკოსები ძლიერ ნალექსა და ქარს პროგნოზირებენ appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი