3 ჯგუფი, რომელსაც “იმედის” დასანქცირება შეეხება – გია ხუხაშვილი — Cnoba

Alia სიახლე 25 Feb 2026, 09:53

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი: მცირე განმარტება: ამ ტელევიზიებთან კომპანიების ურთიერთობის გაგრძელება არ გულისხმობს მეორად სანქციებს, როგორც ეს აშშ-ს სანქციების შემთხვევაში ხდება. აქ საუბარია “აკრძალვაზე”, რაც კიდევ უფრო მკაცრ ზომას, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას ნიშნავს. რაც უკვე ვიცით, ვის შეიძლება ეს ყველაფერი შეეხოს? პირველი ჯგუფი – ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი “საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი” მეორე […] The post 3 ჯგუფი, რომელსაც “იმედის” დასანქცირება შეეხება – გია ხუხაშვილი appeared first on .

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

მცირე განმარტება:
ამ ტელევიზიებთან კომპანიების ურთიერთობის გაგრძელება არ გულისხმობს მეორად სანქციებს, როგორც ეს აშშ-ს სანქციების შემთხვევაში ხდება.
აქ საუბარია “აკრძალვაზე”, რაც კიდევ უფრო მკაცრ ზომას, ანუ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომას ნიშნავს.
რაც უკვე ვიცით, ვის შეიძლება ეს ყველაფერი შეეხოს?
პირველი ჯგუფი – ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენილი “საქართველოს ბანკი”, “თი-ბი-სი ბანკი”, “საქართველოს კაპიტალი”
მეორე ჯგუფი – სავარაუდოდ ყველა საერთაშორისო ბრენდი, რომელთა სარეკლამო ბიუჯეტების ფორმირება სათავო ოფისებში ხდება და ისინი პირდაპირ ან ირიბად ხვდებიან ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ. ვეჭვობ რომ ასეთია უმრავლესობა.
მესამე ჯგუფი – კომპანიები, რომლებიც დაფუძნებულია ბრიტანეთის იურისდიქციაში შემავალ ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული პირების მიერ.
ასე რომ, კობახიძე თვალებს კი აბრიალებს, მაგრამ ვერც ვერაფერს იზამს, რადგან იძულების შემთხვევაში საერთოდ ჩამოაქცევს საბანკო სისტემას და ეკონომიკას.
ისევ ჩემოდნებს და მუთაქებს მიაწექით…

The post 3 ჯგუფი, რომელსაც “იმედის” დასანქცირება შეეხება – გია ხუხაშვილი appeared first on .


რელევანტური