“2025 წლის 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო ახალი უკიდურესად რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დანაშაულად აცხადებს და 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის ივანიშვილის ხელისუფლების თანხმობის გარეშე უცხოეთიდან მიღებულ ნებისმიერი სახის სახსრებს. თუნდაც ისინი ჩვეულებრივი კანონით დაშვებული მომსახურების გაწევის ანაზღაურების მიზნით იქნეს გაცემული და მიღებული”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო.
“ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოსაზრებებიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფთ არ მოეწონოთ”,_ აცხადებს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.
The post “ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ნებისმიერ ადამიანს, ვისი მოსაზრებაც შეიძლება ხელისუფლებაში არ მოეწონოთ” appeared first on გურია ნიუსი.