სიახლე

ცნობილია, როდის მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს

მედიაცენტრი

განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, საჯარო სკოლების II-VI კლასის მოსწავლეები სასკოლო ფორმებს მიმდინარე წლის ბოლოს, ნოემბერ-დეკემბერში მიიღებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ სკოლის დაწყების მომენტისთვის ფორმა მხოლოდ პირველკლასელებს ექნებათ. “დაახლოებით ნოემბრის თვეში [ექნებათ ბავშვებს სკოლის ფორმები], როგორც მახსოვს. ჯერ, სექტემბრის თვეში პირველი კლასის ნაწილი იქნება დატვირთული და შემდეგ – პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით. დაახლოებით წლის ბოლომდე [ექნებათ ფორმები], ნოემბერ-დეკემბერში”, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო ფორმები პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს უნდა ეცვათ. სამინისტრომ კოსტიუმებისთვის, ქვედატანებისა და შარვლებისთვის ბაზრის კვლევა გამოაცხადა და ესკიზი წარადგინა. დოკუმენტის მიხედვით, შესასყიდი ოდენობა… The post ცნობილია, როდის მიიღებენ მოსწავლეები სასკოლო ფორმებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი