სიახლე

მარტვილში, ავარიის დროს დაშავებული ახლგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

მედიაცენტრი

მარტვილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ბაჩო ჯანჯღავა კლინიკაში გარდაიცვალა. შეგახსენებთ, შემთხვევა სოფელ გაჭედილთან, რამდენიმე დღის წინ მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მაღაზიას დაეჯახა. ორი პირი, ლევან ბერიშვილი და ნიკა ფაილოძე ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცი მძიმე ტრავმებით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარ ტრაგედიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. The post მარტვილში, ავარიის დროს დაშავებული ახლგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი