ქუთაისში ავარიის შედეგად ახალგაზრდა სპორტსმენი გიორგი ხურციძე დაიღუპა.
“მშვიდობით, ჩემპიონო…” – წერს საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია.
“ინფო იმერეთის” ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქუთაისში მომხდარი ავარიის საქმეზე დააკავეს არასრულწლოვანი, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომანქანას მართავდა.
The post “მშვიდობით, ჩემპიონო” – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა სპორტსმენი დაიღუპა appeared first on გურია ნიუსი.